მაკა ბოჭორიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბონდის სანაპიროზე ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო, საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიას და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრალიაში ხანუქას დღესასწაულზე ებრაულ თემზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავი ავსტრალიიდან. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბონდის სანაპიროზე ხანუქას დროს მომხდარი ტრაგიკული სროლის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ავსტრალიას და ებრაულ თემებს ძალადობისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ“, - წერს ბოჭორიშვილი X-ზე,
Truly shocking news from 🇦🇺. Deeply saddened by the tragic shooting at #BondiBeach during #Hanukkah. I extend my heartfelt condolences to the families and loved ones of the victims. 🇬🇪 stands in solidarity with Australia and Jewish communities against #violence and #antisemitism
— Maka Botchorishvili (@MakaB__) December 14, 2025