Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ღონისძიებაზე გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს

„ზამთრის ოლიმპიური თამაშების“ გახსნის ღონისძიებაზე გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯ.დ. ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მილანში საქართველოს დელეგაციას - მიხეილ ყაველაშვილი ხელმძღვანელობს. 

„მილანში იხსნება „ზამთრის ოლიმპიური თამაშები“. გახსნის ცერემონიის ფარგლები იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს - საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს და გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით მათ, ისევე როგორც სხვა ლიდერებს“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.