მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
2026 წლის 24 თებერვალს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან, ბარჰამ აჰმედ სალიჰთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროპო ავრცელებს.
მინისტრმა ბარჰამ აჰმედ სალიჰს ლტოლვილთა უმაღლეს კომისრად არჩევა მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებული თანამშრომლობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარება და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს.