Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის საუკეთესო ადგილი, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან სხვადასხვა საკითხზე გამართოს შეხვედრები

ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის გეგმებზე ისაუბრა. 

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე, გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ეს არის საუკეთესო ადგილი, შესაძლებლობა, სადაც თავს იყრიან მსოფლიო ლიდერები და ჩვენს დელეგაციასაც შესაძლებლობა ექნება, კოლეგებთან გამართოს შეხვედრები სხვადასხვა საკითხზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.