მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს არ არის ის სტანდარტი, რითაც ევროკომისია უნდა მოქმედებდეს, რაც საფუძველს უქმნის შემდგომ ევროკავშირის პოლიტიკას
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.
„იგივე მიზეზებით, რა მიზეზებითაც საქართველოს შეფასების დროს ჩახსნილი იყო ის თემები, სადაც საქართველო ნამდვილად წარმატებულია და ერთმნიშვნელოვნად უპირატესი სურათი აქვს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, ამავე მიზეზით, იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ, ალბათ, საგანგაშო მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით, ამ მიმართულებებზე ევროკომისია ამჯობინებს დუმილს და ამჯობინებს, რომ არ გააკეთოს შეფასება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სტანდარტი, რითაც ევროკომისია მოქმედებდა და უნდა მოქმედებდეს, რაც საფუძველს უქმნის შემდგომ ევროკავშირის პოლიტიკას. ევროკავშირის პოლიტიკის მცდარობა, შეცდომები, თუ არასწორი მიმართულებები დიდწილად ეფუძნება სწორედ ამგვარ არასწორ შეფასებებს და მიმართულებებს, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.