Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი: ეროვნული ინტერესი არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც სასაცილო სიტყვად გახადეთ, არ არის სასაცილო, თუ შევხედავთ გარშემო რა ხდება

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „დებატების“ ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც ოპოზიციამ რატომღაც სასაცილო სიტყვად აქცია.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად. ამაშია ზუსტად საქმე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკა იყოს ისეთი და განხორციელდეს ისე, რომ სხვა სამინისტროებს არ მოუწიოთ ჩართვა ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში. ეს არის განსხვავება წინა ხელისუფლებასა და ჩვენს ხელისუფლებას შორის. ამაშია ზუსტად პრაგმატიზმი, რომ მაქსიმალურად, გაპრანჭვით კი არ ვიყოთ დაკავებული და ვიღაცებთან თავის მოწონებით, არამედ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან. ეროვნული ინტერესი პირველ რიგში არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც რაღაც სასაცილო სიტყვად გახადეთ და სულაც არ არის სასაცილო სიტყვა, თუ შევხედავთ ჩვენს გარშემო რა ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოსახლეობას კარგად ესმის ეს და ერთი რამ, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, ჩვენმა ოპონენტებმა და ოპოზიციამ ვერ გაიგო, რომ რეალობის აღქმა არის საჭირო და სწორი აღქმები, ჩვენმა მოქალაქეებმა და ხალხმა ეს ძალიან კარგად გაიგო. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.