1788550689
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
2026 წლის 4 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან (HCNM) კრისტოფ კამპთან, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეაჯამეს ვიზიტის ფარგლებში განხილული საკითხები და საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ეროვნული უმცირესობების მიმართულებით. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთოს უმაღლეს კომისარს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატში.