მაკა ბოჭორიშვილი: დღევანდელი ბიუროკრატია ბრიუსელში არ არის მზად იმისათვის, რომ რაციონალურ საკითხებზე იყოს საუბარი
„ევროპარლამენტში რომ მომხსენებელი იქნება ქალბატონი რასა, - რომელზეც ვიცით, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე სახის ობიექტური შეფასებები გააკეთოს საქართველოსთან დაკავშირებით, - მერე [ევროპარლამენტი] რომ ამ ანგარიშებს დაეყრდნობა - იქ რაღაც რაციონალურზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
მისივე სიტყვებით, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატია რაციონალურ საკითხებზე სასაუბროდ მზად არ არის.
„დღევანდელი ბიუროკრატია ბრიუსელში არ არის მზად იმისათვის, რომ რაციონალურ საკითხებზე იყოს საუბარი და, ზოგადად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განვიხილოთ რეალურ სურათში და დავანებოთ თავი იმ რაღაც აღქმების შექმნას, მერე დაჯერებას და მერე იმ აღქმებით მოქმედებას.
სამწუხაროდ, ბრიუსელის დღევანდელ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ მძლავრია ის სურვილი, რომ შექმნან რაღაც პარალელური რეალობები. ევროპარლამენტში რომ მომხსენებელი იქნება ქალბატონი რასა, - რომელზეც ვიცით, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, რაიმე სახის ობიექტური შეფასებები გააკეთოს საქართველოსთან დაკავშირებით, - მერე [ევროპარლამენტი] რომ ამ ანგარიშებს დაეყრდნობა - იქ რაღაც რაციონალურზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.