1793046268
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
„სოფიას ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან.
შეხვედრისას, ხაზი გაესვა ფორუმის როლს აქტუალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის წარმართვის თვალსაზრისით.
სიმეონ ცომოკოსმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
ასევე, განხილულ იქნა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის ეგიდით თბილისის დიალოგის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.