მაკა ბოჭორიშვილი: ბევრი რამ ხდება გასაოცარი ჩვენს გარშემო, მათ შორის ის, რაც მოვისმინეთ გუშინ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ქართული ტელევიზიებთან დაკავშირებით
„ბევრი რამ ხდება გასაოცარი ჩვენს გარშემო, მათ შორის ის, რაც მოვისმინეთ გუშინ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ქართული ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, სამწუხაროა, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ერთგვარად ხელჩართულ ბრძოლაშია საქართველო და უწევს საკუთარი ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან.
„ბევრი რამ ხდება გასაოცარი ჩვენს გარშემო, მათ შორის ის, რაც მოვისმინეთ გუშინ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ქართული ტელევიზიების დასანქცირებასთან დაკავშირებით. ერთგვარად ცინიკურიც არის, საბჭოთა ოკუპაციის წლის თავზე და ასეთ თარიღებში გვიწევს ამ თემაზე საუბარი, რას დებენ საქართველოს ბრალად და როგორი ბრალდებები გვესმის ჩვენი ქვეყნის მიმართ. სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ხელჩართულ ბრძოლაშია ჩვენი ქვეყანა და გვიწევს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა ასეთი შეტევებისგან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.