1789537265
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ევრონიუსის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 16 სექტემბერს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევრონიუსის ფორუმში, რომელიც არაბული მედია სამიტის ფარგლებში გაიმართება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.