Loading data...
მაია ბითაძე: ვიმედოვნებთ, საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებას აფასებს.

„ეს მიუთითებს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადად დიპლომატიური ურთიერთობებისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე, რაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში რეგულარულ რეჟიმშია გადაზრდილი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში გერმანიის მთავრობა გაიაზრებს, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას გერმანია პატივისცემით უნდა მოეპყროს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.