მაია ბითაძე: პეტერ ფიშერი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს დიპლომატი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე პეტერ ფიშერის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის ბადენ-ვიურტემბერგის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე წერს და აღნიშნავს, რომ დიდი უმრავლესობა ლიბერალური დემოკრატიისა და ევროკავშირის მომხრეებმა მოიპოვეს, ელჩი კი წუხს მათ გამო, ვინც საქართველოში იმედებს AFD-ზე ამყარებს.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, გერმანიის ელჩი საქართველოში ოპოზიციის აქტივისტად გადაიქცა.
„პეტერ ფიშერი არის არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ შეიძლება იყოს დიპლომატი. იგი არღვევს არათუ ვენის კონვენციას, იგი ხშირად გვევლინება დეზინფორმაციის გავრცელების პირველწყაროდ. ლამისაა, ფიშერი რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად გადაიქცა.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თვითონ ბუნდესტაგში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სვამენ კითხვებს როგორც ელჩის თანამონაწილეობასთან დაკავშირებით და საქართველოში რადიკალურ ოპოზიციასთან მის გარკვეულ შეფარულ ალიანსთან, ასევე ისმის კითხვები გერმანელი ამომრჩევლების და გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი თანხების ხარჯვის ეფექტიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბითაძემ.