მაია ბითაძე: ოპოზიციის ნებისმიერი გეგმა არის განწირული და ნულოვანი წარმატების შანსი აქვთ

„რადიკალური ოპოზიციის დაქსაქსულობის და უგეგმობიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ მათი ყველა გეგმა განწირულია და ერთადერთი, რასაც ისინი იმკიან, არის ბრაზი მათ შორის თბილისის მოსახლეობის მხრიდან“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი ფაქტობრივად კომიკურ გმირად გადაიქცა.
„ოპოზიციის ნებისმიერი გეგმა არის განწირული და აქვთ ნულოვანი წარმატების შანსი. აქვთ რაღაც გეგმა, ასე უწოდებენ, მაგრამ ამ გეგმას არც თანხვედრა აქვს რადიკალური ოპოზიციის სხვა და სხვა წარმომადგენლის იდეებს შორის და არც მათ შორის თავის ამომრჩეველთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ლევან ხაბეიშვილი ფაქტობრივად კომიკურ გმირად გადაიქცა, რომელმაც ახლა ჩათვალა, რომ არის მითური გმირი, რომელმაც მშვიდობიანად უნდა დაამხოს ხელისუფლება. თვითონ „მშვიდობიანი დამხობა“ რამდენად აბსურდული და კომიკური გამონათქვამია ყველა კარგად ვხვდებით. გეგმა, რა თქმა უნდა, ძალიან აბსტრაქტული და მიუღწეველია.
რადიკალური ოპოზიციის დაქსაქსულობის და უგეგმობიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ მათი ყველა გეგმა განწირულია და ერთადერთი, რასაც ისინი იმკიან არის ბრაზი მათ შორის თბილისის მოსახლეობის მხრიდან.
ერთადერთი, რაც მათ შეიძლება გამოიწვიონ, ეს იქნება მცირე დისკომფორტი, როგორც პარლამენტის წევრებისთვის, ასევე, თბილისის მოსახლეობისთვის. სხვა წარმატებას ისინი საბედნიეროდ ვერ მიაღწევენ“, - აღნიშნა ბითაძემ.