Loading data...
მაია ბითაძე: ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა გადაწყვეტილებას

სამწუხაროა, მაგრამ მაინც ღიმილის მომგვრელია, რომ ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს საზღვრებს მიღმა რაღაც ხდება, ჩვენს რადიკალებს გარკვეული ილუზია უჩნდებათ და სხვა ქვეყნის მაგალითს განიხილავენ, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ვერ გაიაზრეს, რომ საკუთარ სამშობლოს როგორც მოექცევიან, ისეთი დამოკიდებულება ექნება მოსახლეობას.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სხვა ქვეყნების მაგალითებით ხელმძღვანელობდნენ, როცა ხელისუფლების ძალადობის, სისხლიანი დამხობის მცდელობები იყო. მათ ვერ გაიაზრეს, თუ როგორ მოექცევიან საკუთარ სამშობლოს, როგორი იქნება მათი დამოკიდებულება ქვეყნის მდგრადობისადმი და ამის მიხედვით მიიღებს მოსახლეობა არჩევნებზე გადაწყვეტილებას. ეს ჩვენმა რადიკალებმა აქამდე ვერ გაიაზრეს“, - აღნიშნა ბითაძემ.