Loading data...
მაია ბითაძე ჰააგის დეკლარაციის მიღებაზე: წინასწარ დაწერილი სცენარი და სხდომის მერე ჩვენს დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული! იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ, გაეთამაშებინათ ეს სცენარი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ჰააგის დეკლარაციის“ მიღებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს.

საქართველოს შესახებ რეზოლუციის - „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვა“ ინიციატორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

მაია ბითაძე დოკუმენტს მიკერძოებულს უწოდებს.

„323 პარლამენტარი ეუთოს (OSCE) 57 წევრი სახელმწიფოდან, 239 დამსწრე ჰააგის 33-ე სესიაზე (OSCE PA), 39 ხმით გატანილი ჯო უილსონის ცრუ და მიკერძოებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ წინასწარ დაწერილი და გათამაშებული სცენარი და სხდომის მერე ჩვენ დელეგაციასთან აქტიური კომუნიკაცია და სინანული!

იფიქრებდი ადამიანი, თითქოს ჩვენ ვაიძულეთ დაედგათ და გაეთამაშებინათ ეს სცენარი. ესაა საერთაშორისო ორგანიზაციების დასუსტების მზარდი ტენდენციის სამწუხარო შედეგი“, - წერს ბითაძე.