მაია ბითაძე: ღიმილის მომგვრელია „ლელოს“ და გახარიას პარტიების გაერთიანება, რადგან არქივი ძალიან ნათლად ინახავს იმ მკაფიო შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერთმანეთის მიმართ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აცხადებდნენ

„განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია „ლელოს“ და გახარიას პარტიების გაერთიანება, რადგან არქივი ძალიან ნათლად ინახავს იმ მკაფიო შეურაცხმყოფელ განცხადებებს ერთმანეთის მიმართ, რასაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში აცხადებდნენ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, რომლითაც „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ მიერ თბილისის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.
„ეს მათი ერთობაც კიდევ ერთი მაგალითია მათი ამომრჩევლისთვის, რომ ეს არის არასერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ცდილობენ, რომ წინ წაიწიონ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინეს