Loading data...
მაია ბითაძე ადვილად აალებადი და აფეთქებადი ნივთიერებების შესახებ ახალ რეგულაციებზე: ჯარიმების დიდი ოდენობით ზრდა განპირობებულია იმ მიზეზით, რომ კანონმდებლობას უფრო შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „ქრონიკასთან“ ახალი რეგულაციების ამოქმედება განმარტა, რომელიც ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალ წესს გულისხმობს.

„ამ ეტაპზე ჩაითვალა, რომ არასაკმარისად შემაკავებელი იყო სანქციების ის ოდენობა რისთვისაც ისჯებოდა მათ შორის ამტვერებადი მასალის გადაუხურავი წესით ტრანსპორტირება, ასევე, მშრალი წესით სამშენებლო მასალის დამუშავება, შესაბამისად ჯარიმების დიდი ოდენობით ზრდა განპირობებულია იმ მიზეზით,რომ უფრო შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს კანონმდებლობას მათ შორის ისეთი ქმედებისთვის, რასაც ბენზომზიდი მანქანის მიერ სველი ბეტონის გზის საფარზე დაღვრა ჰქვია, რაც დიდი პრობლემაა როგორც დიდი ქალაქებისთვის, ასევე, ავტომაგისტრალებისთვის“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ახალი წლიდან ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან მტვრევადი მასალის განთავსების და რეალიზაციის შესახებ ახალი წესი ამოქმედდა.