მაჭავარიანი უცხოური ჩარევების წინააღმდეგ ევროპის საბჭოს ახალ კანონმდებლობაზე: მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ევროპელებს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ უცხოური ჩარევების საკითხთან დაკავშირებით თავისი გამოცდილება გაუზიარონ ევროპელებს.
„პარადოქსულია, როდესაც თან გვაკრიტიკებენ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და, თან, რჩევას ითხოვენ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება. მათ იციან, თუ როგორი ნამუშევარია ეს საკითხი და როგორი მომზადებულია ეს თემა. რა თქმა უნდა, ევროსაბჭოც ათვითცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააკონტროლონ უცხოური ჩარევა.
ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, კანონმდებლობაც ისე გვაქვს მორგებული, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი უცხოური ჩარევა ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მზად ვართ, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ევროპელებს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.