მაჭავარიანი: უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, მგონი, ეჭვი არავის ეპარება, ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება

„უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის მუშაობის შემდეგ, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
„როგორც კი კომისია მორჩება მუშაობას, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, თავის რეკომენდაციებს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს გადასცემს, მაგრამ, ამასთანავე, როგორც ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს დავპირდით, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. უკვე იმდენი მტკიცებულება ჩანს, რომ, მგონი, ეჭვი არავის ეპარება, რომ ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსგან უნდა დადგეს, იქნება „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.