მაჭავარიანი შარაშიძეს: გვეუბნებით, სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, „ნაცები“ გაქრნენო, არ ვიცი, ტელევიზორს ადევნებთ თუ არა თვალყურს, მგონი, უნდა იცოდეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ მათი აკრძალვის მოთხოვნით
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება არ აწყობთ. შარაშიძის ამ გაცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და პარლამენტის წევრმა ამის შესახებ უნდა იცოდეს.
„გვეუბნებით სინქრონში მოქმედებთ და არ გაწყობთ, რომ „ნაცები“ გაქრნენო. მე არ ვიცი, თქვენ ტელევიზორს ადევნებთ თვალყურს.
დარბაზში სხედხართ და მგონი, უნდა იცოდეთ, რომ კონსტიტუციური სარჩელი შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით და 6 თვე იმუშავა საგამოძიებო კომისიამ იმასთან აკავშირებდათ, რომ ფაქტებით და მტკიცებულებებით გაგვემყარებინა ეს სარჩელი.
9 თვის ვადა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და აიკრძალება, საერთოდ გაქრება ეს პოლიტიკური ძალა ჩვენი პოლიტიკური ველიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.