მაჭავარიანი: როდესაც „ლელოს“ ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბანზე, იგი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა, ხმა მისცე ისეთ პარტიას, რომლის ლიდერებიც ცდილობდნენ, ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში წაეღოთ მილიარდ ნახევარი დოლარი

პარიზის საარბიტრაჟოს რომ დაეკმაყოფილებინა მათი საჩივარი, ამ შემთხვევაში ბატონ ხაზარაძეს და ბატონ ჯაფარიძეს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში მიჰქონდათ მილიარდ ნახევარი დოლარი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ანაკლიის პორტის საქმესთან“ დაკავშირებით ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„როდესაც მოქალაქე, „ლელოს“ ამომრჩეველი, მივა საარჩევნო უბანზე, იგი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა, ხმა მისცე ისეთ პარტიას, რომლის ლიდერებიც ცდილობდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან თავის ჯიბეში წაეღოთ მილიარდ ნახევარი დოლარი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის პორტის საქმეზე“ დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ.