Loading data...
მაჭავარიანი პრეზიდენტის ინიციატივაზე: თუ ამაზე უარს იტყვიან, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან ციხეში, ეშინიათ იმ შედეგის, რაც დაუდგებათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე

„თუ ამაზე ისინი უარს იტყვიან, ამ შემთხვევაში, ჩვენი საფუძვლიანი ეჭვი გამყარდება, რომ ისინი თავისი ფეხით იმიტომ შედიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეშინიათ იმ შედეგის, რა შედეგიც მათ დაუდგებათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასა და მათი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველამ იცოდა კანონი რას ითვალისწინებდა.

„ეს შეთავაზება გამომდინარეობს იქიდან, რომ აბსოლუტურად ყველა სასპეკულაციო ველი იყოს დაკეტილი, როგორც შიდა აქტორებისთვის, ისე გარე აქტორებისთვის. არავის სალაპარაკო არ მივცეთ, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ჩვენ ის შედეგი ვერ დავდეთ, ვინაიდან ჩვენი ლიდერი იმყოფებოდა საკანში ამ დროს და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ის რაღაც გამოგონილი, თითქოს და პოლიტიკური დევნა, რომელიც სჭირდებოდა მათ გარე უფროსებს და მათივე ფეხითვე მაგიტომ შეიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეს ლიდერები - ეს თემაც მთლიანად დავკეტოთ, ვინაიდან ისედაც  ყველამ ვიცით კანონი რას ითვალისწინებდა“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.