მაჭავარიანი პრემიერის ღია წერილზე: სრული თანხვედრაა ღირებულებების და პოლიტიკურ შეხედულებების ნაწილში, ვერ ვხედავთ, რა დაბრკოლება შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობების რეალური პარტნიორობის ნიშნულზე ასაყვანად

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პოლიტიკურ და ღირებულებების ნაწილში სრული თანხვედრაა.
„სრული თანხვედრა არის აღირებულებებით, პოლიტიკურ შეხედულებებსა და გზავნილების ნაწილში, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა დაბრკოლება შეიძლება არსებობდეს ამ ურთიერთობების, რეალური პარტნიორობის ნიშნულზე ასაყვანად.
ერთადერთი, რა თქმა უნდა, იქ არის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, რაზეც თავად ტრამპიც საუბრობს ღიად, ბრძოლა აქვს გამოცხადებული ამ გავლენებთან და იმედს ვიტოვებთ, ამ ბრძოლას ბატონი ტრამპი გამარჯვებით დაასრულებს, თუმცა ჩვენ უკვე გვსურს, კომუნიკაცია მაღალ დონეზე დაიწყოს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილის შეფასებისას.