Loading data...
მაჭავარიანი ფიშერთან ოპოზიციის შეხვედრაზე: იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ მსხვერპლად შესწირავენ რომელიმე მომიტინგეს, უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა

„მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

იგი გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრების შეხვედრას გამოეხმაურა.

„არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბატონი ფიშერი მოუწოდებს რადიკალებს - აქციები თავის ძალას კარგავს, დიდი ხანია, დაკარგული აქვს და იმისთვის, რომ მათ მუხტი მოემატოს, უნდა განავითარონ ირანში განვითარებული სცენარი. კერძოდ, უნდა იყოს რაღაც ტიპის მსხვერპლი, რომ ამ აქციას მუხტი მიეცეს.

მათ იციან, რომ სიყალბეზე დაფუძნებული აქცია ადრე თუ გვიან ჩაიფუშება, ხოლო თუ ისინი მსხვერპლად შესწირავენ თავიანთ რომელიმე მომიტინგეს, ამ შემთხვევაში უფრო ადვილი იქნება ხალხის შეცდომაში შეყვანა და აჟიოტაჟის ხელოვნურად გაზრდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.