Loading data...
მაჭავარიანი ოპოზიციის ბლაჟევიჩთან თანამშრომლობაზე: მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად

რაც ბატონი მამუკა მდინარაძე დავამტკიცეთ სუსის ხელმძღვანელად, ვხედავთ თუ რა განსხვავებული ხარისხით მუშაობა მიდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან კარგია, რომ სუსს უკვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, ოპოზიციის იგორ ბლაჟევიჩთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. 

მაჭავარიანის თქმით ოპოზიციას „არაფერი ეშველება“.

„თვითონ რადიკალებს რაც შეეხებათ - არაფერი უშველით. ბატონი აკერმანი ატრენინგებდა, მერე იყო მაკკეინის ინსტიტუტი, რომელმაც გზამკვლევი ჩამოუწერა და გადასცა, თუ როგორ უნდა აერიათ საქართველოში ვითარება. ახლა ახალი ბატონი გამოჩნდა მათთვის. რა თქმა უნდა, მათ არაფერი ეშველებათ და სუსი იმოქმედებს შესაბამისად“, - აცხადებს მაჭავარიანი.