მაჭავარიანი ოპოზიციაზე: კაბინეტებიდან კაბინეტებში დადიან და ითხოვენ, რაღაცნაირად ვიზები შეჩერდეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ ეთერში ოპოზიციის მცდელობებზე ისაუბრა, თუ როგორ ცდილობდნენ გაენადგურებინათ საქართველოს იმიჯი.
„შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“, უშუალოდ ნაცების, პარტია „ახალის“, პარტია „ლელოსი“ და გახარიას პარტიის წერილს - 2024 წლის ნოემბერში, როდესაც მათ მიმართეს ბრიუსელს და იმ წერილში ფაქტობრივად ეხვეწებიან ბრიუსელს, რაღაცნაირად საქართველო დაესანქცირებინათ. ეს არის ის, რაზეც მათი დღის წესრიგი არის აგებული - ქვეყანა დაისაჯოს, რაღაც პრობლემები შეექმნას, იგივე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც, კაბინეტებიდან კაბინეტებში დადიან და ითხოვენ, რაღაცნაირად ვიზები შეჩერდეს.
აი, „საიდუმლო სერობა“ რომ ჰქონდა ბატონ ფიშერს ქალბატონ ლომჯარიასთან და მსგავს აქცენტებთან ერთად, ზუსტად ამას განიხილავდნენ, შემდეგ რომ გააპარა საელჩოდან და მანქანები გაცვალეს. თუ იქ არაფერი დასამალი არ იყო, ეს „სპეცოპერაცია“ რაში დასჭირდათ?“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.