მაჭავარიანი: ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს, ლოგიკურია, რომ ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს საშუალება, იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი
„ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს. ლოგიკურია, რომ ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს საშუალება, იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათაც იციან სხვა ქვეყნების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ავსებენ დეკლარაციას და ეს დეკლარაციები ჩვეულებრივად თავს იყრის აუდიტის სამსახურში, როგორც დანარჩენი მოხელეების.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ეს საჯარო არ იყოს და ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები“, - აცხადებს მაჭავარიანი.