მაჭავარიანი მეყანწიშვილის აღიარებაზე: მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული და ეს შემთხვევაც ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„მთელი რადიკალური ოპოზიცია რომ ერთი ვერტიკალით იმართება, ეს უკვე ძალიან ბევრჯერ არის დადასტურებული. ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. იგივე „პატრიოტთა ალიანსზე“ შეგვიძლია ვისაუბროთ, იგივე „ალტ-ინფოზე“ შეგვიძლია ვისაუბროთ.
ძალიან კარგი მაგალითი იყო, როდესაც ამ ვითომდა იდეოლოგიურად განსხვავებულმა პარტიებმა დაიწყეს ბინძური, არაბიზაციის კამპანია და ამით ლუსტრირება მოხდა იმისი, რომ ყველა აქტორი იმართება ერთი ძალით, ერთი ვერტიკალით და ერთ-ერთი ახალგაზრდის მხრიდან, რომელიც აქციებში მონაწილეობს გუშინდელი წამოცდენა იყო თუ აღიარება, რომ პირდაპირ ჩართულია ბატონი თარხან მოურავი და ქალბატონი ინაშვილი, რა თქმა უნდა, ესეც ჩვეულებრივი, ლოგიკური გაგრძელებაა ამ ყველაფრის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.