Loading data...
მაჭავარიანი „მეგობარ აქტზე“: უილსონი ერთი ერთში იმ მესიჯბოქსს ატარებს, რასაც „ნაცმოძრაობა“

„უილსონი ერთი ერთში იმ მესიჯბოქსს ატარებს, რასაც „ნაცმოძრაობა“, რასაც დილით დაწერს თინა ბოკუჩავა, საღამოს იმას დაწერს, ერთი ერთში გადათარგმნილს უილსონი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „მეგობარ აქტზე“ საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, ჯო უილსონი ჩვეულებრივი ლობისტია. 

„ოპოზიციონერები ქუჩაში არიან დარჩენილები, არანაირი პლატფორმა არ გააჩნიათ სალაპარაკო და რაღაც საკენკებს უყრიან ხოლმე, ხან ბატონი ჯო უილსონი, ხან რომელიღაც ევრობიუროკრატი. ბატონი უილსონი გამოირჩევა იმით, რომ ერთი ერთში იმ მესიჯბოქს ატარებს, რასაც „ნაცმოძრაობა“. მის პოსტებს თუ გადავხედავთ, რასაც დილას დაწერს, მაგალითად, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, საღამოს იმას დაწერს, ერთი ერთში გადათარგმნილს ბატონი უილსონი. ის ჩვეულებრივი ლობისტია. 

რაც ამ მტრულ აქტში წერია, სულ რომ კანონად იქცეს, ეს მაინც არ აიძულებს ბატონ ტრამპს, რომ აღსრულებაში, მოიყვანოს თუ ამის სურვილი არ ექნება. თუ კანონად იქცევა ეს ყველაფერი, ეს ერთგვარი ტესტია, თუ რამდენად არის შესუსტებული არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა აშშ-ში ამ დროისთვის“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.