მაჭავარიანი „ლელოზე: ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, მათ მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხების გაცემა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
მისი თქმით, ჯაფარიძე და ხაზარაძე პასუხისმგებლობას მაინც ვერ გაექცევიან.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი თავად არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე, რაც, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევაა. ისინი მაინც ვერ გაექცევიან იმ პასუხისმგებლობას, რა ტიპის ბრალდებებიც მათ მიმართ იყო თვითონ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში.
მოვისმინეთ ერთ-ერთი ბიზნესმენის ძალიან მძიმე ისტორია, თუ როგორ გადააფორმებინეს მას ბიზნესი, როგორ აწამებდნენ, როგორ მოხდა ეს ყველაფერი „თიბისის ჩართულობით. არის კიდევ უამრავი გახმაურებული საქმე.
მათ მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხების გაცემა. თუ ისინი დარწმუნებულები არიან საკუთარ სიმართლეში, მაშინ რა თქმა უნდა მივიდოდნენ ამ კომისიაზე, მაშინ ჩვენება თავიანთ საწინააღმდეგოდ უნდა მიეცათ, ვინაიდან იქ მათ ტყუილს არავინ აპატიებდა“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.