Loading data...
მაჭავარიანი ISFED-ის კვლევაზე: მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას

„მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ISFED-ის ახალ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ISFED-მა 2020 წელს პირდაპირ გააყალბა პარალელური ხმების დათვლა.

„თუ რამეში „ქართული ოცნება“ ფულს იხდის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე და აბსოლუტურად ყველანაირი ანგარიშის ჩაბარება ხდება შესაბამისი უწყებისთვის. კონკრეტულად, ISFED-ი, როდესაც რაღაცაზე საუბრობს, მოდი გადავხედოთ, რა აქვს მას ჩადენილი, 2020 წელს პირდაპირ გააყალბა პარალელური ხმების დათვლა, შემდეგ მოუწიათ ამის აღიარება.

2024 წელს საერთოდ არ გამოუქვეყნებიათ პარალელური ხმების დათვლის შედეგები და არ სურდათ, რომ დაედასტურებინათ თავიანთი მხრიდან. შესაბამისად, ეს არის თაღლითური ორგანიზაცია და მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ.

მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი ონლაინ თუ სატელევიზიო მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს ამ აგენტურის დღის წესრიგში ვერ ჯდება და ყველანაირი გზებით ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ასეთი ტიპის მედიების“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.