მაჭავარიანი „იგლ ჰილსზე“: ამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ამდენი ფული უნდა შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან, ეს წარმატება უნდოდათ, ჩაეშალათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ
„ეს წარმატება უნდოდათ, რომ ჩაეშალათ, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და მათ ემოციებზე ეთამაშათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ლელოს“ ლიდერები ყველაზე კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ეს.
„ეს იყო მორიგი ბინძური კამპანია ოპოზიციის მხრიდან, ვინაიდან ისინი და მით უმეტეს, „ლელოს“ ლიდერები, რომლებმაც ეს კამპანია დაიწყეს, ყველაზე კარგად აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ეს საქართველოში. მართლა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, ამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ამდენი ფული უნდა შემოვიდეს საქართველოში უცხოეთიდან რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე პოზიტიურ ჭრილში.
ეს წარმატება უნდოდათ, რომ ჩაეშალათ, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და მათ ემოციებზე ეთამაშათ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.