Loading data...
მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.

„მანამდე ვხედავდით ბატონი ჰერჩინსკის განცხადებებს კონკრეტულად „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. 2024 წლის არჩევნებამდე მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიეცათ. ამ შემთხვევაში იგი უშუალოდ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს ემუქრება, საშინელი ლექსიკით საუბრობს, საზოგადოებას სამოქალაქო ომით ემუქრება. ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.