მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: თუ „ფარას აკრიტიკებენ“ საქართველოში, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არ მოგვისმენია

„თუ „ფარას აკრიტიკებენ“ საქართველოში, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არ მოგვისმენია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებას გამოეხმაურა.
„შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, „ფარას კანონი“ ჩვენ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, კოპირებული ვარიანტი იმ რედაქციით, რა რედაქციითაც იგი მოქმედებს აშშ-ში. შესაბამისად, თუ „ფარას“ აკრიტიკებენ საქართველოში, საინტერესოა გააკრიტიკებენ თუ არა „ფარას“ აშშ-ში, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათი კომენტარი ჩვენ არ მოგვისმენია. შესაბამისად, აქაც საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.