მაჭავარიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ეს მეტყველებს იმ ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს ყველაფრის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ.
„ეს მეტყველებს ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროპარლამენტარებმა საერთოდ არ იციან ირანის ადგილმდებარეობა.
გასაგებია, შეიძლება გეოგრაფია არ გაინტერესებდეს სკოლაში, მაგრამ როდესაც ამხელა ომი მიმდინარეობს, ახლა მაინც ხომ უნდა დაინტერესდე, სად არის? სწორედ ასეთი ზერელე დამოკიდებულებები აქვთ მათ“ - აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, ყულევის პორტის სასანქციო სიაში მოხვედრის მიზეზებზე საუბრისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა ღიად აღიარა, რომ გაჟღერებული პოზიციები არა დეტალურ ინფორმაციას, არამედ მის პირად „წარმოდგენებს“ ეფუძნებოდა.