Loading data...
მაჭავარიანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე: როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და კანონს ვიღებდით ამასთან დაკავშირებით, ღლიცინი იყო ოპოზიციაში

როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და კანონს ვიღებდით ამასთან დაკავშირებით, ღლიცინი იყო ოპოზიციაში. ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოპოზიცია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ პირდაპირ რომ დაიწყოს ამ თემაზე ღიად საუბარი, ძალიან ბევრ საყვედურს მიიღებს პატრონებისგან.

„ჩვენ მივიღეთ კანონი იმისთვის, რომ მომავალში, ათ და ოც წელიწადში, არ დადგეს საქართველო ამ რეალობის წინაშე. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და კანონს ვიღებდით ამასთან დაკავშირებით, ღლიცინი იყო ოპოზიციაში.

ძალიან რთულ მდგომარეობაშია ოპოზიცია, ვინაიდან პირდაპირ რომ დაიწყონ ამ თემაზე ღიად საუბარი, ძალიან ბევრ საყვედურს მიიღებენ თავიანთი პატრონებისგან, მაგრამ იციან, თავიანთი ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილიც ხედავს ამ ყველაფერში რისკს - ემხრობა ანტი „ლგბტ“ კანონს და შესაბამისად, უნდათ, რომ როგორღაც არც მწვადი დაწვან და არც შამფური ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.