მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როდესაც სასამართლოზე ყოველგვარი ფაქტების გარეშე ჭორაობენ და სანქციებით ემუქრებიან ჩვენს მოსამართლეებს, ეს მათი მხრიდან ჩაფიქრებულია, რადგან საზოგადოებაში მეტი ქაოსი შემოიტანონ

„როდესაც სასამართლოზე ყოველგვარი ფაქტების გარეშე ჭორაობენ და სანქციებით ემუქრებიან ჩვენს მოსამართლეებს, ეს არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული, რადგან მეტი ქაოსი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგმა დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება ძალიან მაღალი სტანდარტით მოქმედებს.
„რაც ყველაზე რეზონანსული საქმეები იყო და რაზეც ცდილობდნენ, რომ პოლიტიკური იარლიყი მიეწებებინათ, ყველა ეს საქმე წაღებულია სტრასბურგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება ძალიან მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. როდესაც ისინი გვესაუბრებიან ყველანაირი ფაქტების გარეშე და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის პოლიტიკური ჭორაობა. ეს არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული, რადგან მეტი ქაოსი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.