Loading data...
მაჭავარიანი: ეს არის ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც გაწერილია მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე ჩართულები არიან რადიკალურ პროცესებში

ეს არის ის მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ ეწევიან იმ საქმიანობას, რაც არის გაწერილი მათი წესდებით და თავიდან ბოლომდე არიან ჩართულები რადიკალურ პროცესებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

„მათი მოღვაწეობა ემსახურება იმას, რომ გააღვივონ შუღლი საზოგადოებაში, დაეხმარონ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს იმისათვის, რომ დააორგანიზონ რევოლუცია. შესაბამისად, რელევანტურია ეს გამოძიება და ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება და საბოლოო ჯამში, რას დაადგენს სასამართლო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.