Loading data...
მაჭავარიანი „ენჯეოებზე“: ურჩევნიათ, სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ თავიანთი დანახარჯები, მაგრამ ეს არ ანახონ ქართველ ხალხს, ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში

„მათ ურჩევნიათ სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ თავიანთი დანახარჯები, თავიანთი შემოსავლები და ა.შ. მაგრამ ეს არ ანახონ ქართველ ხალხს, ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ენჯეოებსა“ და მათ დონორ ორგანიზაციებზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, „ენჯეოსექტორისთვის“ ყველაზე დამაზიანებელია, საქართველოს მოქალაქეებმა წაიკითხონ, თუ რა თანხა ჩაერიცხათ მათ. 

„პირდაპირ მიუთითებს, თუ რატომ იყო ამხელა აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნილი ჩვენს საზოგადოებაში, სწორედ ამ მდიდარი „ენჯეოებისა“ და მათი დონორი ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის ქართულ კანონს. 

მათ ურჩევნიათ, სხვადასხვა ქვეყნებში გამოამზეურონ თავიანთი დანახარჯები, თავიანთი შემოსავლები და ა.შ. მაგრამ ეს არ ანახონ ქართველ ხალხს, ვინაიდან ისინი მავნებლობას ემსახურებიან საქართველოში. მათთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე დამაზიანებელი არის, ჩვენმა მოქალაქეებმა წაიკითხონ, თუ რა თანხა ჩაერიცხათ და საიდან. შემდეგ წაიკითხონ ის, თუ რა პროექტებში იქნა ეს თანხები დახარჯული, ვინაიდან მათი მუშაობა მთლიანად ემსახურება ძირის გამომთხრელ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.