მაჭავარიანი: ძირითად აქცენტს ისევ ანტი ლგბტ პროპაგანდისა და „გამჭვირვალობის შესახებ კანონებზე“ აკეთებენ, საინტერესოა, გამჭვირვალობა რატომ არის არა ევროპული
„მათივე განცხადებაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი, რომ ეს ყველაფერი არის მიბმული სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ძირითადად აქცენტს ისევ აკეთებენ - ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონზე და „გამჭვირვალობის კანონზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის საბჭოს მიერ ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საინტერესოა, გამჭვირვალობა რატომ არის არა ევროპული და რა კომენტარს გააკეთებს მაგალითად ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ამასთან, მაჭავარიანი ამბობს, რომ „ანტი ლგბტ კანონი“ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა იყო.
„ანტი ლგბტ პროპაგანდა კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა არის ეს. საინტერესოა, თუ რა კომენტარს გაკეთებს, მაგალითად, ევროკავშირი ტრამპის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ლგბტ პროპაგანდასთან, რომელიც გაცილებით მკაცრი არის, ვიდრე ჩვენი მიდგომა.
ასევე, ძალიან საინტერესოა, გამჭვირვალობა რატომ არის არა ევროპული, როდესაც ჩვენი ყველაზე მარტივი კანონით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს, ჩვენი არის ყველაზე მსუბუქი. კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენენ და აქაც ძალიან საინტერესოა, ბატონ ტრამპთან მიმართებით რა განცხადებას გააკეთებენ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა აბსოლუტურად ყველა დაფინანსება, რომელსაც ამერიკის მთავრობა ხარჯავდა „ენჯეოების“ მიმართულებით, იმისათვის, რომ ჯერ შეისწავლონ ამ ენჯეოების მუშაობის ეფექტურობა“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.