მაჭავარიანი დეივიდ ო’ სალივანის წერილზე: უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ოთხივე რადიკალური პარტია (კოლექტიური ნაცმოძრაობა) და მდიდარი ენჯეოები ეწეოდნენ ჩვენი ქვეყნის“ გაშავების კამპანიას, თითქოს საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების კუთხით. უკვე ბევრჯერ დადასტურდა, რომ ესეც „რუსული კანონის“ მსგავსი ბინძური პროპაგანდა იყო“, - წერს მმართველი გუნდის დეპუტატი.
ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დეივიდ ო’ სალივანის ოფიციალურ გზავნილში წერია: „მადლობა საქართველოს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვაში ერთგულებისთვის, უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განსახილველად“.