მაჭავარიანი: დაპირისპირება არის, ეტყობა ინსტრუქცია არ არის ჩაშლილი მთლიანად, გარე უფროსები იკვლევენ, ფსონი უნდა დაიდოს მხოლოდ გახარიაზე და ბატონ ხაზარაძეზე თუ „ნაცმოძრაობაზე“

„დაპირისპირება არის, ვინაიდან ეტყობა ინსტრუქცია არ არის ჩაშლილი მთლიანად, ვინაიდან გარე უფროსები იკვლევენ იმას, რომ ფსონი უნდა დაიდოს მხოლოდ გახარიაზე და მხოლოდ ბატონ ხაზარაძეზე თუ ფსონი უნდა დაიდოს „ნაცმოძრაობაზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მმართველი გუნდს საშტაბო მუშაობა დაწყებული აქვს.
„ჩვენ ყველა კონფიგურაციისთვის მზად ვართ. „ქართულ ოცნებას“ საშტაბო მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, ჩვენ ყოველთვის თვეებით ადრე ვიწყებთ ხოლმე საშტაბო მუშაობას, ვიდრე რადიკალური ოპოზიცია და შესაბამისად, ნებისმიერი კონფიგურაციით როგორც არ უნდა იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი ამ არჩევნებში, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.