Loading data...
მაჭავარიანი ჩხიკვაძეზე: პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი ინფორმაციას, რომლის თანახმად ვანო ჩხიკვაძე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მისი მხრიდან გრძელდება ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორია ჩართული.

„პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ბატონი ჩხიკვაძე ჯორჯ სოროსის ყურმოჭრილი მონაა. პირველი მცდელობა იყო, როდესაც ჩვენ დაგვჩაგრეს 2022 წელს და არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი. რამდენიმე კვირით ადრე მას ბრიუსელში ანალოგიური ტიპის წერილი ჰქონდა მიწერილი, შემდეგ ეს უკვე გაგრძელდა იმ ჰელსინკის სამარცხვინო კომისიაზე, რომელიც შალვა ნათელაშვილის წერილით გაიხსნა.

გრძელდება მისი მხრიდან ის აქტიური კამპანია, რომელშიც მთლიანად ენჯეოსექტორი, მდიდარი ენჯეოსექტორი, კოლექტიური გიგაურები, კოლექტიური ლომჯარიები ჩართულები არიან, რადიკალური ოპოზიციაა ჩართული. ისინი ეხვეწებიან ბრიუსელის ბიუროკრატებს, რამენაირად იქნებ ვიზალიბერალიხაცია შეუჩერდეს საქართველოს“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.