მაჭავარიანი ბურჭულაძის განცხადებაზე: ეს არის აღიარება იმ ფაქტის, რაზეც ბატონმა პრემიერმა ერთი თვის წინ ისაუბრა, როდესაც გაამჟღავნა ბატონი ხაბეიშვილის ფსევდონიმი - „ანიტა“

ეს არის აღიარება იმ ფაქტის, რაზეც ბატონმა პრემიერმა ერთი თვის წინ ისაუბრა, როდესაც გაამჟღავნა ბატონი ხაბეიშვილის ფსევდონიმი - „ანიტა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა.
„ეს ამ ყველაფრის დასტურია, არა მხოლოდ ბატონი ხაბეიშვილი, არამედ რადიკალური ოპოზიციის კიდევ სხვა წარმომადგენლები, რადიკალური ოპოზიციის მედია ჟურნალისტებიც ჰყავთ „დასაქმებული“ ვიღაც-ვიღაცებს იმისთვის, რომ მათ გაატარონ მათთვის სასურველი მესიჯბოქსი“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ინფორმაციისთვის, პაატა ბურჭულაძე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს კავშირი აქვთ ოპოზიციასთან. ბურჭულაძე ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს და ამბობს, რომ ეს ადამიანები ძველ ქმედებებს ინანიებენ. მანამდე ასეთივე განცხადება გააკეთეს სოფო ჯაფარიძემ და ლევან ხაბეიშვილმა.