Loading data...
მაჭავარიანი ბოკუჩავას სანიკიძით შესაძლო ჩანაცვლებაზე: ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია

„ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით შესაძლო ჩანაცვლებაზე.

მაჭავარიანის თქმით, ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი უშველით.

„აბსოლუტურად განადგურებულ მდგომარეობაშია მოძალადე პარტია და რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა ჩვენი ქვეყნისთვის, დემოკრატიული პროცესებისთვის და ა.შ. ახლა ვის დანიშნავენ თავმჯდომარედ, მათ ვერაფერი უშველით, ვერაფერი გადაარჩენთ. წინ აქვთ კიდევ სასამართლო პროცესი. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, საჩივარი გვაქვს შეტანილი „ნაცმოძრაობის“ აკრძალვასთან დაკავშირებით.

ლევან სანიკიძეზე რა შემიძლია ვთქვა, ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის უინსტონ ჩერჩილია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.