1755237333
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ბატონი სეფაშვილი, ბატონი ელისაშვილი და ა.შ. - ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ

„დაპირისპირება არის ამ პარტიის წევრებს შორის. კი, რა თქმა უნდა ისინი ერთი ვერტიკალიდან იმართებიან, თუმცა ყველა სურს, რომ ამ გარე ძალების ფავორიტი იყოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციაში მიმდინარე შიდა პარტიულ დაპირისპირებას.
„რა ინფორმაციებიც გამოდის მათი პარტიებიდან კანდიდატებზე - ბატონი სეფაშვილი, იგივე ბატონი ელისაშვილი და ასე შემდეგ - ჩვენ ნამდვილად ვინატრებდით, რომ ასეთი კანდიდატი დააყენონ საერთო კანდიდატად, ვინაიდან ძალიან ცოტა ძალისხმევა დაგვჭირდებოდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.