Loading data...
მაჭავარიანი: აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ყველაფერი, რაზეც 3 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საუბრობდა და ამით დადასტურებულია, რომ ჩვენი ყველა პოლიტიკურ სვლა უალტერნატივო იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკაში“ „გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა პოლიტიკური სვლა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, უალტერნატივო იყო.

„რაც დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, იმდენი თემა და საკითხი გამომჟღავნდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ, სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაცია მოსვენებას არ გვაძლევდა და ყოველდღიურ რეჟიმში გვაკრიტიკებდა და ასევე, გვაკრიტიკებდნენ ევრობიუროკრატები, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ამ კრიტიკის ფონზე ცოტა დაბნეული იყო.

ახლა კი აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა ყველაფერი, რაზეც 3 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ საუბრობდა და ამით დადასტურებულია, რომ ჩვენი კურსი, გადადგმული ნაბიჯები, ყველა პოლიტიკურ სვლა, რაც ჩვენ გავაკეთეთ, უალტერნატივო იყო, ეს დაბნეულობა მოიხსნა. რაც დრო გადის და ამდენ საკითხს ნათელი მოეფინა, ჩვენი მოქალაქეები უფრო და უფრო რწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნება“ რასაც საუბრობს, „ქართული ოცნება“ რა ნაბიჯსაც დგამს, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.