Loading data...
მაჭავარიანი აქციებისთვის სტუდენტების დატრენინგებაზე: ესენი კიდევ სხვა ტიპის სასწავლებლებია, რომლებიც პირდაპირ ექსტრემისტებად ზრდიან ახალგაზრდა თაობას

„ესენი კიდევ სხვა ტიპის სასწავლებლებია, რომლებიც პირდაპირ ექსტრემისტებად ზრდიან ახალგაზრდა თაობას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ახალგაზრდების გადამზადებას რევოლუციური სცენარებისთვის.

მისივე თქმით, გიული ალასანიას უნივერსიტეტი რადიკალური მიზნებისთვის იღებს დაფინანსებას.

„დაფინანსება მიდის კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში [გიული ალასანიას უნივერსიტეტი]. რამდენიმე ფონდი არის იქ, ჰონგ-კონგში არსებული ამერიკის საელჩოდან. შემდეგ ისინი უკვე უხდიან ამ ფულს ცნობილ „ენჯეოშნიკებს“. ეს ყველაფერი გაშიფრულია სახელებით და გვარებით, მთლიანად, მთელი სქემა“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.