Loading data...
მაჭარაშვილი NATO-ზე: შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ორპირი ქარის პოლიტიკა გაგრძელდა და რამდენჯერმე გაგვაციეს, ფილტვების ანთება დაგვმართეს, ბიჭები საერთო მისიებში თავს დებდნენ, მაგრამ შეგვრჩა გაციებული ფილტვები და ბუნდოვანი მომავალი

„ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ეს ორპირი ქარის პოლიტიკა, სამწუხაროდ, გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს“, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა NATO-სთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის თქმით, „ჩვენი ბიჭები საერთო მისიებში თავს დებდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ შეგვრჩა მხოლოდ გაციებული ფილტვები და ბუნდოვანი მომავალი“.

„ამერიკამ თავისი სტრატეგიით, პრაქტიკულად მომავალი ვეღარ დაინახა ამ კავშირის, სამხედრო-პოლიტიკური კავშირის. ამასთან, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ უკრაინას რის გამოც დააწყებინეს ომი, პირდაპირი გაგებით, იმაზე ახლა უარს ეუბნებიან და ასევე უკრაინას ეუბნებიან, რომ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე, რაზეც პრაქტიკულად, ზელენსკი დათანხმდა.

ანუ, პერსპექტივა პრაქტიკულად, სამწუხაროდ ამ გაერთიანებას უკვე აღარ აქვს გამომდინარე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ეს ორპირი ქარის პოლიტიკა, სამწუხაროდ, გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს, ხან ფილტვების ანთება დაგვმართეს, ჩვენი ბიჭები საერთო მისიებში თავს დებდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ შეგვრჩა მხოლოდ გაციებული ფილტვები და ბუნდოვანი მომავალი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.